საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში "ნიცამ" შინ "სენტ-ეტიენი" მიიღო და მეტოქე დომინანტურად გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მატჩის პირველ ტაიმში მასპინძლებმა 6 უპასუხო გოლი გაიტანეს.
საინტერესოა, რომ 21-ე საუკუნეში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ლიგა 1-ის მატჩში ერთმა კლუბმა პირველ ტაიმში 6 გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის საფრანგეთის პირველ დივიზიონში "ნიცა" მე-5, ხოლო ზურიკო დავითაშვილის კლუბი მე-16 ადგილს იკავებს.