როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია 'ნაპოლიში" დიდი დროით დარჩენას არ გეგმავს.
გასული სეზონის შემდეგ "პსჟ" ქართველი ვინგერის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისი მას ვერ შეელია.
ერთ-ერთმა საფეხბურთო სააგენტომ სუპერკომპიუტერს დაასახელებინა კლუბი, რომელშიც ხვიჩა ადრე თუ გვიან კარიერას გააგრძელებს.
მან ფეხბურთელის არამარტო მომდევნო კლუბი, არამედ მომდევნო 5 სეზონი იწინასწარმეტყველა.
სუპერკომპიუტერის თქმით, მომდევნო 2 წელს კვარა ნეაპოლში გაატარებს, ხოლო 2026 წლის ზაფხულში ის "ლივერპულის" რიგებს 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეურთდება.
ასევე ის იუწყება, რომ მომდევნო 5 წელში ხვიჩასთვის "ბარსელონა" და "პსჟ" აქტიურად იბრძოლებენ.