2 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

"ეს კაცური საქციელი არ არის" - ანტონიო კონტე უკვე ღიად ალაპარაკდა

"ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "იუვენტუსთან" მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშობაზეც ისაუბრა:

"მძულს უხეში თამაში. მაშინაც კი, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, არასოდეს მიმიცია თავისთვის უფლება, მეტოქისთვის ტკივილი მიმეყენებინა, ეს კაცური საქციელი არ არის. ჩემი ფეხბურთელისთვის მოწინააღმდეგის შესაშინებლად თამაშის დასაწყისში განზრახ ფეხში ჩარტყმა არასდროს არ დამივალებია. ადრე ამ მხრივ სიტუაცია უფრო მარტივი იყო. შესაძლოა, რაც კალიარიში 30-ე წამზე მოხდა, მცველმა შესაშინებლად გააკეთა. მსაჯებს ყვითელი ბარათის მიცემის არ უნდა შეეშინდეთ. ეს შეიძლება დებიუტში ან 95-ე წუთზე მოხდეს, რაც მიზანმიმართულია, როდესაც ფეხბურთელის

უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებთ. არ მგონია, მან უხეშად განზრახ ითამაშა, ამაზე ფიქრიც არ მინდა, მაგრამ ყვითელ ბარათს იმსახურებდა, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ეს სამართლიანია, დაიცავენ იმათ, ვისაც ნიჭი და თამაშის უნარი გააჩნია".

Facebook კომენტარები