2 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"30 წლის ბუდუ ბევრს შრომობს, შესაძლოა ის "ბუნდესლიგაში" ვიხილოთ" - რას წერს გერმანული გამოცემა ზივზივაძეზე

როგორც მოგეხსენებათ, ბუნდესლიგა 2-ის გასულ ტურში ბუდუ ზივზივაძემ "შალკეს" ორი გოლი გაუტანა და გუნდს მორიგი 3 ქულა მოუტანა.

ამ მოცემულობით "კარლსრუე" 9 ქულით 1 ადგილს იკავებს.

ქართველ ფორვარდსა და "კარლსრუეზე" ერთ-ერთი გერმანული გამოცემა საინტერესო სტატიას აქვეყნებს:

"ქართველი თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე ოცნებობს. ბუდუ ზივზივაძემ ბოლო ტურში „შალკესთან“ დუბლი შეასრულა. თავდამსხმელმა კარიერის განმავლობაში ითამაშა საქართველოში, დანიაში, უნგრეთში, ახლა „კარლსრუეშია“ და შესაძლოა, მალე ბუნდესლიგაშიც ვიხილოთ"

"30 წლის ბუდუ ზივზივაძე ბევრს შრომობს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს. „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და შეუძლია ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე იფიქროს“, – წერს გერმანული გამოცემა.

Facebook კომენტარები