საქართველოსა და ალბანეთის მატჩის შემდეგ ალბანელთა მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, თუმცა, სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა, რადგან თანაბარი მატჩი იყო.
"საქართველო ფიზიკურად და ტაქტიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული.
"იმედგაცრუებული არ ვარ და ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ ჯგუფის მოგებაა", - თქვა სილვინიომ.