როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები 0:1 დაამარცხა და მატჩი მოიგო.
საქართველო იდეალურ ფორმაშია, რაზეც სტატისტიკა მეტყველობს.
“ჯვაროსნებს” ერთა ლიგაზე 19 მატჩიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მარცხი აქვთ, რაც რეკორდია.
ასე გამოიყურება საქართველოს სრული სტატისტიკა: 19 მატჩი, 12 მოგება, 6 ფრე.
ცნობისთვის, საქართველოს ჯამში 42 ქულა აქვს, რაც ასევე რეკორდია, მეორე ადგილზე კი პორტუგალიის ეროვნული ნაკრებია.