როგორც მოგეხსენებათ, 10 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.
შეხვედრის წინ ჩვენი ნაკრების კარის დარაჯმა, გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან ისაუბრა.
"ჩვენ თამაშს კარგ ფორმაში ვხვდებით და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ისევე როგორც ალბანელებმა, ჩვენც ძალიან კარგად ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე.
"მსოფლიო ჩემპიონატი? ამ კითხვაზე ვიტყვი, რომ მუნდიალზე გასვლა შეგვიძლია, ამას ლოგიკურად მივიჩნევ. ჩეხეთის წინააღმდეგ ჩემი თანაგუნდელების თამაშის ყურებით სიამოვნება მივიღე.
"ქომაგებთან ერთად ზეიმი? მადლობა მათ. ამით მათ მიმართ მადლიერება გამოვხატე. რომ არა ისინი, ჩვენ ასე კარგად ვერ ვითამაშებდით და შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზეც ვერ გავსულიყავით.
"ფანებმა დაიმსახურეს ეს წარმატება. რა თქმა უნდა, გულშემატკივარი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი", - თქვა მამარდაშვილმა.