როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და აქტივში დამსახურებული 3 ქულაც ჩაიწერა.
ფრანგი სპეციალისტის მიღწევები საქართველოში უყურადღებოდ არ რჩებათ მის თანამემამულეებს.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ვილი ფრანგმა ჟურნალისტმა ჰკითხა. თუ რატომ დარჩა იგი ამდენ ხანს საქართველოში და სადამდე აპირებს დარჩენას.
რაზეც სანიოლმა უპასუხა, რომ ჯერ აქ თავს კარგად გრძნობს და შედეგებიც სახეზეა.