2 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

“კინაღამ არ ითვლება”, - რას ამბობს მამარდაშვილი მატჩის შემდეგ

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩეხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი ჟურნალისტებს გაგვესაუბრა.

"რთულ თამაშს ველოდებოდით და ვფიქრობ, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. განვითარებას ახლა ვიწყებთ, ევროპის ჩემპიონატი ამ ყველაფრის გადამრტეხი მომენტი იყო. რეალურად ყველაფერი ახლა იწყება".

"ალბანეთი? ვერ ვიტყვი, რომ მარტივი თამაში გველოდება. განსაკუთრებით გასვლაზე, ისე, როგორც ყველა თამაში, მითუმეტეს ნაკრებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მორიგი სამი ქულის მოპოვება შეგვიძლია".

"შორიდან დარტყმული კინაღამ გამივარდა? კინაღამ არ ითვლება", - ამბობს მამარდაშვილი.

Facebook კომენტარები