როგორც მოგეხსენებათ, 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე ჩეხეთს დაუპირისპირდება.
აღნიშნული თამაშის წინ ვილი სანიოლმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართა.
"ჩეხეთსა და საქართველოს, როცა უყურებ ხვდები, რომ იგივე თამაში იქნება, რაც ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ უკეთესი თამაში უნდა ვააჩვენოთ, ვიდრე ევროზე, რათა 3 ქულა მვოიპოვოთ.
"ადრე ხოჭოლავა და კვერკვერლია გვყავდა, ახლა სხვადასხვა მიზეზების გამო მიუწვდომლები არიან და სწორედ ამიტომაც საბა გოგლიჩიძე გამოვიძახეთ. მან ემპოლიში დაიწყო თამაში, რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა ნაკრებში და ვგრძნობ, რომ ახლაც და მომავალშიც დაგვეხმარება.
"ფეხბურთელები ბედნიერები არიან შეკრებით, ივნისის შემდეგ შთაბაჭდილებები და ემოციები უნდა გაუზიარონ ერთმანეთს, ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან, რადგან სურთ, რომ უფრო მეტს მიაღწიონ.
"რთულია, რომ მომდევნო მიზანზე ისაუბრო, მთავარია, იგივე დისციპლინა და გუნდური სული შევინარჩუნოთ, ასე უკეთესები გავხდებით და სხვადასხვა ტურნირებზეც ვითამაშებთ.
"ფსიქოლოგია ყოველთვის არის სამწვრთნელო მენეჯმენტის ნაწილი, ფეხბურთელებმა ამ კუთხით დიდი ნაბიჯი გადადგეს. რომ შევადაროთ ადრე და ახლა, მათ ახლა სჯერათ რომ შეძლებენ.
"ერთა ლიგა ახალი ტურნირია, ზოგი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგისთვის არა, მათ მიაჩნიათ, რომ ეს ამხანაგური მატჩია, დიდი ტურნირისთვის მოსამზადებელი.
"საქართველოზე ამას ვერ ვიტყვით, ახლა B ლიგაში ვართ საინტერესო და რთული ბრძოლები გველის", - თქვა სანიოლმა.