რა მოხდა სინამდვილეში, როგორ დაიღუპა კობი ბრაიანტი - დეტალები ცნობილი ხდება » isport.ge
2 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

რა მოხდა სინამდვილეში, როგორ დაიღუპა კობი ბრაიანტი - დეტალები ცნობილი ხდება

ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ ტრაგედიის ერთი წლის თავზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კობი ბრაიანტის, მისი შვილის, ჯიანასა და კიდევ 7 ადამიანის დაღუპვის გარემოებებზე ჩატარებული გამოძიების შედეგები  გამოაქვეყნა.

ვერტმფრენის პილოტმა არა ზობაიანმა ფედერალური სტანდარტები აშკარად დაარღვია. ის ვალდებული იყო, დაესვა ვერტმფრენი, თუმცა ფრენას ნისლსა და ღრუბლებს შორის განაგრძობდა, სადაც ორიენტაცია დაკარგა...

ზობაიანმა ნისლიდან გამოსვლა სცადა, რის შედეგადაც მთას დაეჯახა და 9 ადამიანის სიცოცხლეს წერტილი დაესვა. 

კომპეტენტურმა ორგანომ ვერტმფრენის ძრავის დაზიანება საბოლოოდ გამორიცხა.

Facebook კომენტარები