„პარმასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:
„კვარაცხელია კარგი ბიჭია, რომელიც ძალიან პროფესიონალურად, სრულყოფის მიღწევის სურვილით ვარჯიშობს. ჩემი აზრით, ეს მისი შემდგომი განვითარების მთავარი საფუძველია. 23 წლისაა და ყველაფერი აქვს, რათა მართლაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს. გაუმჯობესებისთვის სერიოზული შესაძლებლობები გააჩნია.
ვცდილობ, მას რაც შეიძლება მეტი არაპროგნოზირებადობა შევძინო. თუ მოედნის ერთ ზონაში დააყენებ, მეტოქე ბოლოს და ბოლოს სიტუაციას წაიკითხავს და სამმაგი დაცვით ეთამაშება. ამის ნაცვლად გარემარბებს ვავალებ, მხოლოდ ფლანგებიდან არ შეუტიონ. აგრეთვე მინდა „კვარა“ მენტალურად გაიზარდოს და
ნამდვილი ტოპ-ფეხბურთელი გახდეს. ნიჭის მიუხედავად, პირველ ადგილზე გუნდის ინტერესებს აყენებს, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში გვყავს“.