როგორც მოგეხსენებათ, 27 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ილია თოფურიამ ბოლო დროის განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.
Forbes მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 30 ყველაზე წარმატებულ ადამიანს ავლენს.
Forbes España-ს გარეკანზე მოხვდა ილია თოფურია, რომელიც მიმდინარე წელს UFC-ის ჩემპიონი გახდა.
ცნობისთვის, ილია თოფურია 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ქვემსუბუქი წონის ქამრის დაცვას შეეცდება.