როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” სერია ა-ს მე-2 ტურის შეხვედრაში შინ “ბოლონია” მიიღო და ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა.
“პარტენოპეის” ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეხვედრის შემდეგ “ნაპოლის” თავკაცმა, ანტონიო კონტემ კვარას შესახებ ისაუბრა:
“კვარათი კმაყოფილი ვარ, ის ძალიან მაგარია ერთი-ერთზე თამაშში. ის ისე ვარჯიშობს, რომ ასეთი თამაში მისი დამსახურებაა. შრომა ნაყოფს იძლევა", - აღნიშნა კონტემ.