როგორც მოგეხსენებათ, მეუღლის მშობიარობის გამო ხვიჩა კვარაცხელია თბილისში ჩარტერული რეისით გამოფრინდა.
ბავშვის დაბადების შემდეგ ხვიჩა პირდაპირ კვალვ ნეაპოლში დაბრუნდა, რათა "ბოლონიასთან" თამაშისთვის მოემზადოს.
ქართველი იტალიაში გუშინ დილით ჩავიდა, რის გამოც ანტონიო კონტემ "ნაპოლის" გეგმები შეცვალა.
გუშინ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ვარჯიში დილის მაგივრად საღამოს ჩაატარა, რათა კვარას ვარჯიში არ გამოეტოვებინა.