როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ლეგენდარულმა სპორტსმენმა, ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა.
კაპიტანი პოლიტიკაში ერთვება. „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის დელეგატები წარადგინა, მათ შორის მოხვდა ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს შედგება.