3 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ხვიჩა კვარაცხელია თბილისში ჩამოვიდა - პირველი შვილის მოლოდინში

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ჩამოსვლასა და თავისი მეუღლის მშობიარობაზე დასწრებას გეგმავდა. 

როგორც გაირკვა, ქართველმა ფეხბურთელმა "ნაპოლისგან" ამის ნებართვა მიიღო და იტალიიდან თბილისში უკვე ჩამოფრინდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ხვიჩას "ვერონასთან" მიღებული დაზინაება სერიოზული არ აღმოჩნდა და კვარა ამ მომენტისთვის თავს კარგად გრძნობს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახად, ხვიჩა "ნაპოლის" ვარჯიშს იტალიაში დაბრუნებისთანავვე შეუერთდება.

Facebook კომენტარები