მოგეხსენებათ, რომ "ლივერპული" გიორგი მამარდაშვილის დამატებას აქტიურად ცდილობს.
ამ ტრანსფერთან დაკავშირებით გაველნიანი გამოცემა "MARCA" წერს, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
წყაროს ცნობით, ბოლო 10 დღეში ინგლისელებმა "ღამურებს" 3 შეთავაზებით მიმართეს, თუმცა ისინი მამარდაშვილში 40 მილიონ ევროს ითხოვენ.
როგორც იწერება, მერსესაიდებელი 40 მილიონთან დაახლოებულ თანხას იხდიან, თუმცა ვალენსიას ამ ნიშნულზე ნაკლები არ სურს.
"MARCA" ასევე წერს, რომ ფეხბურთელი "წითლებში" გადასვლაზე თანახმაა, თუმცა "ვალენსია" მას ამ ყველაფერში ხელს უშლის.
აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველმა ახალ სეზონშილა ლიგაში პირველი შეხვედრა უკვე ჩაატარა.