ფილიპინებზე გაიმართა საკალათბურთო მატჩი გუბერნატორის თასზე, სადაც ერთმანეთს "მერაკლო ბოლტსი" და "მაგნოლია ჰოთშოთსი" დაუპირისპირდნენ..
აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში კალათბურთისთვის ისტორიული მომენტი მეორე მეოთხედის დასაწყისში მოხდა.
კერძოდ, "მერაკლოს" გამთამაშებელმა, კრის ბანკერომ მატჩში პირველი ოთხქულიანი ტყორცნა გამოიყენა.
ოთხქულიანი სროლისთვის მოედანზე დახაზულია სპეციალური ხაზი, რომელიც სამქულიანის ხაზს მოსდევს.
ეს წესი კი სპეციალურად ამ ტურნირისთვის შემოიღეს.