ხალხი კი ხშირად მეორე მხარეს ხედავს - ნოვაკ ჯოკოვიჩის უკეთილშობილესი საქმე, რომელიც ბევრისთვის უცნობი დარჩა » isport.ge
3 თვის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ხალხი კი ხშირად მეორე მხარეს ხედავს - ნოვაკ ჯოკოვიჩის უკეთილშობილესი საქმე, რომელიც ბევრისთვის უცნობი დარჩა

კორონავირუსის პანდემიის დროს ნოვაკ ჯოკოვიჩი არაერთხელ მოხვდა მედიის ინტერესში.

სერბმა ჩოგბურთელმა კორონავირუსის ვაქცინაციის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ მსოფლიოს ყურადღება აქტიურად მიიპყრო და ადამიანების დიდი ნაწილის გაღიზიანებაც გამოიწვია. ზემოთხსენებულ ინფიცირების შემთხვევებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ნოვაკ ჯოკოვიჩს აკისრებდა პასუხისმგებლობად. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი თავადაც გახდა კორონავირუსის მსხვერპლი, თავის მეუღლესა და სამწვრთნელო შტაბის 2 წევრთან ერთად - მათგან ერთ-ერთი უიმბლდონის ჩემპიონი, ყველასათვის კარგად ცნობილი გორან ივანიშევიჩია.

 კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ნოლე არაერთხელ დაეხმარა საკუთარ სამშობლოსა და იმ ადამიანებს, ვინც ვირუსისაგან დაზარალდა. ამჯერად ჯოკოვიჩმა ნოვი პაზარში არსებულ კლინიკას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, 40 000 ევრო გადაურიცხა.  

Facebook კომენტარები