იტალიის სერია ა-ს პირველ ტურში, ნაპოლი ვერონას ესტუმრა და მოულოდნელად 3-0 დამარცხდა.
აღნიშნული მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს, ხვიჩა კვარაცხელიამ სახის არეში მძიმე დარტყმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
Lagazzetta.ge-ს ინფორმაციით, ქართველი შემტევი ტვინის შერყევაზე შეამოწმეს და ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია — გამოცემის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშს ჩვეულებრივად განაახლებს და მომდევნო ტურში სათამაშოდ მზად იქნება.
მეორე ტურში ნაპოლი საკუთარ მოედანზე ბოლონიას უმასპინძლებს დ პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება. შეხვედრა 25 აგვისტოს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.