როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, 7 მარტს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის "ინტერის" ლეგენდებს დაუპირიპირდებიან.
თამაშამდე 1 დღით ადრე გუნდებმა ერთიანი პრესკონფერენაცია გამართეს.
ქართული მხრიდან წარმოდგენილნი აჩი არველაძე და კახა კალაძე იყვნენ.
აჩის კომენტარი:
"მსურს, რომ ეს თამაში მხიარული და მეგობრული იყოს. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრები კარგ საღამოს გაატარებენ ბათუმში და იხალისებენ"
"მინდა, რომ ხვალინდელი დღე იყოს საზეიმო.", - თქვა აჩიმ.