8 თვის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

მხოლოდ ერთი რამ - რა უპასუხა სომეხმა ლალაიანმა, როდესაც სამშობლოში დაბრუნებულს ტალახაძეზე ჰკითხეს

ძალოსნობაში ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა, ვარაზდატ ლალაიანმა, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონზე, ლაშა ტალახაძეზე ისაუბრა:

,,ლაშა ტალახაძეზე ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ის ლეგენდაა!

მასზე მხოლოდ პატივისცემით უნდა ვილაპარაკოთ...''

- ვარაზდატ ლალაიანი


პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძემ ორჭიდში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.

რაც შეეხება ვარაზდატ ლალაიანს, 25 წლის სპორტსმენმა ჯამში 467 კგ-ის აწევა შეძლო, რითაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. მესამე ადგილზე ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე გორ მინასიანი (461კგ) გავიდა.

Facebook კომენტარები