საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რაიმონ დომენიკმა ერთ-ერთ გამოცემასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
მან იმ ფეხცბურთელებისგან შემდგარი საუკეთესო 11-ეული ჩამოთვალა, რომლებიც გაუწვრთნია.
ამ სიაში საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, ვილი სანიოლიც მოხვდა და დომენიკმა მასზე პატარა კომენტარიც გააკეთა:
"სანიოლს ცუდი ხასიათი ჰქონდა, მას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ის საქმის გაფუჭების ნამდვილი მეფე იყო. ახლა როცა ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, მან ეს ყველაფერი გაიაზრა"