როგორც მოგეხსენებათ, უკვე ძალიან დიდი ხანია გიორგი მამარდაშვილის მომავალ კლუბთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მამარდაშვილი კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს. ტრანსფერი დაახლოებით 30-35 მილიონი ევრო დაჯდება.
ამის შემდეგ “მერსისაიდელები” გიორგის “ბორნმუთში” 1-2 წლით გაანათხოვრებენ, რის შემდეგაც მამარდაშვილი “ლივერპულის” N1 მეკარე გახდება.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში ლა ლიგის 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.