პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა ოფიციალურად დასრულდა.
მოეგხსენებათ, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 7 მედლის მოპოვება შეძლო:
ოქრო - ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე.
ვერცხლი - ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე, გივი მაჭარაშვილი.
ბრინჯაო - ლაშა გურული.
ოლიმპიადის დაწყების წინ სუპერკომპიუტერი ვარაუდობდა, რომ საქართველო 5 მედალს მოიპოვებდა, თუმცა მისი ვარაუდი არ გამართლდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ პარიზში ჩვენი ნაკრები 28 კაციანი დელეგაციით იყო წარდგენილი.