8 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მამარდაშვილი და კვარაცხელია ერთ გუნდში - რაზე ოცნობობს ანტონიო კონტე

იტალიელი ჟურნალისტი, ჯერარდო ფასანო მედიაში საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.

მისი თქმით, "ნაპოლის" მთავარ ახალ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს გიორგი მამარდაშვილის შეძენა სურს:

"აქამდეც ვამბობდით, რომ "ნაპოლი" კეპას არისაბალაგას ყურადღებით აკვირდება, შესაძლოა ესპანელი ოსიმენის გარიგების ნაწილიც გახდეს, ნიგერიელი "ჩელსის" მიაშურებს, ლუკაკუ და კეპა კი "არისტოკრატებიდან" "პარტენოპეიში" აღმოჩნდნენ"

"თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ანტონიო კონტეს ერთი ოცნება აქვს - ეს გიორგი მამარდაშვილია. კონტეს მისი "ნაპოლიში" ხილვა ძალიან სურს", - წერს ფასანო.

Facebook კომენტარები