გავლენიანი საფეხბურთო გამოცემა "MARCA" "ნაპოლის" ქართველი ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას სავრცელებს.
წყაროს ცნობით, კვარა "მანჩესტერ სიტის" სატრანსფერო სიაშია.
"ქალაქელები" ხულიან ალვარესის შემცვლელს ეძებენ.
ისინი ასევე როდრიგო გოეშსა და ებერეჩი ეზეს განიხილავენ.
როგორც იწერება, აურელიო დე ლაურენტისი ქართველში 100 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვს, რაც "სიტის" ძვირად მიჩნია.
აქვე შეგახსენებთ, რომ კვარას "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.