ცნობილმა გამოცემა "Relevo"-მ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, ქართველ ფეხბურთელს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.
საუბარია "ლივერპულზე", რომელიც "ღამურების" კარის დარაჯს ალისონ ბეკერის შემცვლელად განიხილავს.
რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, გამოცემის ინფორმაციით ინგლისურ კლუბს გიორგის გადაბირება დაახლოებით 30 მილიონ ევრომდე დაუჯდება.
აქვე გეტყვით, რომ მამარდაშვილი ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.