20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გიორგი მიქაუტაძე „მეციდან“ „ლიონს“ შეუერთდა.
ერთ-ერთმა ანალიტიკურმა პორტალმა ქართველი ფეხბურთელის ანაზღაურებაც გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ გიორგი „ლიონში“ თამაშისას კვირაში დაახლოებით 55 000 ევროს მიიღებს, რაც თვეში 200 000 ევროზე მეტია.
ასე რომ, მიქაუტაძის წლიური ანაზღაურება 2 400 000 ევროა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გასულ ევროპის ჩემპიონატზე 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მიიღო.