როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართცელმა მოკრივემ, ლაშა გურულმა ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შესაბამისად ლაშამ საქართველოს ნაკრების ყულაბაში მე-4 მედალი ააჩხრიალა.
საქართველოს ნაკრები, 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით ოლიმპიადის არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 26-ე ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოგვიპოვა, ვერცხლის მედლებს კი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) დაეუფლნენ.