4 თვის და 3 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

თუშიშვილი ტედი რინერის წინააღმდეგ - როგორია მათი ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოში +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი 1/4 ფინალში გავიდა.

1/4 ფინალურ ეტაპზე გურამის მეტოქე ძიუდოს უდიდესი ლეგენდა და ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი, ტედი რინერი იქნება.

ტედი და გურამი ჯამში 3-ჯერ არიამ შეხვედრილები ერთმანეთს. პირველი დაპირისპირება 2017 წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა, სადაც ტედიმ იმარჯვა. მარაკეშში გამართულ ტურნირზეც გამარჯვება ტედის დარჩა, თუმცა გორში გამართულ საკლუბო ჩემპიონატზე გურამმა ტედის დამარცხება შეძლო.

ასე რომ, ტედისა და გურამის დაპირისპირებებში მინიმალური უპირატესობით 2:1 ფრანგი ძიუდოისტი ლიდერობს, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ გურამი ანგარიშს გაათანაბრებს.

Facebook კომენტარები