1 აგვისტოს საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 2 მედალი გაინაღდა.
ფინალში დასანანი მარცხით ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ხოლო რაც შეეხება მეორეს, ლაშა გურულმა კრივში თავი გამოიჩინა და ნახევარფინალში გავიდა, რითაც ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, თუმცა დარწმუნებულები ვართ, ლაშა ოქროსთვის იბრძოლებს.
მიუხედავად ამ შედეგისა ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე გურულის მედალი ჯერ ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, რადგან რა სინჯის მედალს მოიპოვებს ამ ეტაპზე არავინ იცის.
გეტყვით, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები მედლების საერთო რეიტინგში მე-17 ადგილზე იმყოფება, რაც უკან სვლის მანიშნებელია, რადგან გუშინ მე-12 ადგილზე ვიმყოფებოდით.