4 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კოტსოიევი: "ბოლო წამამდე მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდი"

როგორც მოგეხსენებათ, ოლიმპიადის ფინალში ილია სულამანიძემ ზელიმ კოტსოიევთან დასანანი მარცხი მიიღო.

გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანელმა ძიუდოისტმა კომენტარი გააკეთა:

"ჯერ კიდევ შოკირებული ვარ და ალბათ ბოლომდე ვერ ვიაზრებ რაც ჩემს თავს ხდება, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ მე ეს ყველაფერი დავიმსახურე. 

მიუხედავად ურთულესი ბრძოლისა და მეტოქისა, ბოლო წამებამდე ვიბრძოდი, მჯეროდა ჩემი გამარჯვების, ჩემი შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალიზმის. 

მთელი ცხოვრება ამ ყველაფერს შევალიე და მადლობელი ვარ, რომ დამიფასდა. ბოლო წამებშიც მჯეროდა, რომ შემეძლო მოგება. ეს სიზმარივითაა, საიდანაც გაღვიძება არასდროს არ მომინდება", - განაცხადა აზერბაიჯანელმა.

Facebook კომენტარები