საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოში 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაური ტატო მოსახლიშვულის დამარცხებუს შემდეგ ფინალში გავიდა.
ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობის გზაზე ლაშას იაპონელი სანშირო მურაო გადაეღობება.
ბექაური მურაოს ჯამში 3-ჯერ არის შეხვედრილი, საიდანაც სამივეჯერ ქართველმა იმარჯვა. ლაშამ პირველად 2018 წელს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იმარჯვა, 2019 წელს ცინდაოს მასტერსზეც შეძლო გამარჯვების მოპოვება, 2023 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მოახერხა გამარჯვება.