როგორც მოგეხსენებათ, ლაშა ბექაური სამხრეთ კორეელი მეტოქის დამარცხების შემდეგ ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა.
ბექაურის მეტოქე ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი იქნება.
მოსახლიშვილი და ბექაური მხოლოდ ერთხელ არიან შეხვედრილნი. აღნიშნული მატჩი 2022 წელს ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრინჯაოსთვის მოსაპოვებლად გაიმართა, სადაც ლაშამ მოიპოვა გამარჯვება.
ცნობისთვის, მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს მაქსიმ-გაელ ნიარაპ ჰამბოუ და სანშირო მურაო დაუპირისპირდებიან.