4 თვის და 3 კვირის წინ
Giorgi Chanturia
Aa

წინ დიდი ბრძოლაა - როგორია ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ტატოსა და ნაგასეს შორის

როგორც მოგეხსენებათ, 24 წლის ქართველი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალში ჯონჰვან ლის დაეჭიდა და ფინალში გავიდა.

ოქროს მედლის მოსაპოვებლად სამ გზის მსოფლიო ჩემპიონს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის, ტაკანორი ნაგასეს დამარცხება მოუწევს.

ტატაო გრიგალაშვილს ნაგასეს წინააღმდეგ დადებითი სტატისტიკა აქვს (2:1). გრიგალაშვილმა პირველი გამარჯვება 2020 წელს დიუსელდორფის გრანდ სლემზე მოიპოვა, მეორეჯერ კი ტაკანორის დამარცხება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო.

ცნობისთვის, გრიგალაშვილმა ოლიმპიური ფინალის გზაზე მიჰაილ ლატსიევი, ვაჩიდ ბორჩაშვილი, სომონ მახმადბეკოვი და ჯონჰვან ლი ჩამოიშორა.

Facebook კომენტარები