როგორც მოგეხსენებათ, სანდრო ბაზაძე პარიზის ოლიმპიადას მსაჯების საკამათო გადაწყვეტილების შემდეგ გამოეთიშა.
აღნიშნულის შემდეგ ქართველი სპორტსმენი პროტესტის ნიშნად ბილიკიდან არ გადიოდა.
ამავდროულად იგი მსაჯების მისამართით სხვადასხვა განცხადებას აკეთებდა.
"სირცხვილია, სირცხვილია! 5 შეცდომა დაუშვა. ჩვენ ოლიმპიადაზე ვართ, ეს ხომ ოლიმპიადა?!", - ამბობდა ბაზაძე.