როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში “ნანტის” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცხადია, ფრანგულმა გამოცემებმა გიორგის თამაში დაუფასეს და შესაბამისი სტატიებიც მიუძღვნეს.
გავლენიანმა გამოცემა, L’equipe-მა გიორგი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ქართველმა თავდამსხმელმა ფრანგული წყაროს ვერსიით 7 ქულა დაიმსახურა.
ცნობისთვის, მიქაუტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.