1 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ატლეტიკო მორატას დოვბიკით ჩაანაცვლებს - ლიგის ბომბარდირის ტრანსფერი

„მადრიდის ატლეტიკოს“ შემტევი იტალიაში გააგრძელებს კარიერას. ალვარო მორატა მომავალი სეზონიდან „მილანის“ მაისურს მოირგებს. ესპანური კლუბი მისი ჩანაცვლების საკითხზე უკვე აქტიურად მუშაობს და უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ახალი ფორვარდი უკვე ნაპოვნია.

ფაბრიციო რომანოს განცხადების თანახმად, „ატლეტიკო“ ლა ლიგის ბომბარდირის ტრანსფერის გაფორმებასთან უკვე ახლოსაა. ესპანელებს არტიომ დოვბიკის ყიდვა სურთ და მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. 

„ატლეტიკოს“ და „ჟირონას“ შორის ოფიციალური შეთანხმების გაფორმება მალეა მოსალოდნელი. მადრიდული კლუბის წარმომადგენლებს უკრაინელ შემტევთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვთ.

Facebook კომენტარები