მოგეხსენებათ, რომ გიორგი მიქაუტაძე ახალ სეზონს "ლიონში" დაიწყებს.
ქართველი ფორვარდისთვის ბრძოლა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარებდა, თუმცა ჟორჟმა აირჩია ადგილი, სადაც სათამაშო დრო გარანტირებული ექნებოდა,
მიქაუტაძესთან დაკავშირებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა ისაუბრა:
"გიორგისთან ერთად განვიხილე სისტემა, რომლის მიხედვითაც ერთი თავდამსხმელითა და ორი ფლანგის შემტევით ვთამაშობთ. მე მას ვუთხარი, რომ ეს დამატებითი ვარიანტი იქნება. რაც უფრო მეტი ვარიანტი გვაქვს, უფრო მეტი შესაძლებლობაა და თუ გუნდი კოლექტიურად იმუშავებს, მაშინ კარგად ითამაშებს. ვფიქრობ, რომ ყველა სისტემის გამოყენება შეგვიძლია".
როგორც ჩანს, ქართველს გუნდში დიდი როლი უკვე აქვს, რადგან მთავარი მწვრთნელი ტაქტიკურ ნაწილს მასთან ათანხმებს.