1 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ქოჩორაშვილის ფასი ცნობილია - სატრანსფერო აუქციონი დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის იყო გიორგი ქოჩორაშვილიც. მან ევროტურნირების დაწყებამდე „ლევანტესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შესყიდვით მაინც არაერთი გუნდი დაინტერესდა.

ესპანურ მხარეს ქოჩორაშვილის ოფიციალური სატრანსფერო თანხა ოფიციალურად არ დაუსახელებია. თუმცა, დიდი ალბათობით ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ კლუბებს მინიმუმ 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას „MARCA” ავრცელებს. ესპანური გამოცემის განცხადებით, აღნიშნული ტრანსფერი სავარაუდოდ აუქციონის სახეს მიიღებს და სწორედ 5 მილიონი იქნება აუქციონის საწყისი თანხა. 

ქოჩორაშვილის შეძენით „ვილიარეალი“ და „ლაციო“ არიან დაინტერესებული. ფეხბურთელის გაყიდვა „ლევანტესაც“ აწყობს, ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე.

Facebook კომენტარები