როგორც ბოლო დღეებში გაირკვა, საქართველოს ნაკრების ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე კარიერას "მონაკოს" მაგივრად მშობლიურ "ლიონში" გააგრძელებს.
თუმცა ქართველი ფეხბურთელის შესახებ მედიაში მოულოდნელი ინფორმაცია ვრცელდება.
ფრანგული გამოცემა, "OL Mercato" იუწყება, რომ ჟორჟს "ლიონში" სამედიცინო შემოწმება დღეს, ოთხშაბათშ უნდა გაევლო და ამის შემდეგ კონტრაქტზე ხელი მოეწერა.
მაგრამ მოთამაშის აგენტმა ტრანსფერი შეაფერხა - ჟორჟი ჯერ "ლიონის" ფეხბურთელი არ არის.
წყაროს ცნობით, მას უჯობს, რომ გიორგიმ კარიერა "მონაკოში" გააგრძელოს და სავარაუდოდ ის მათთან მოლაპარაკებებს არ წყვეტს.