4 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

მიქაუტაძე ლიონში ითამაშებს - კლუბები ქართველის ფასზე შეთანხმდნენ

გიორგი მიქაუტაძე „მონაკოში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ქართველმა შემტევმა უფრო ნაცნობ მხარეში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. ფორვარდი დიდი ალბათობით სწორედ „ლიონის“ მაისურს მოირგებს მომავალ სეზონში.

L’Equipe-ის ცნობით, ფეხბურთელსა და ფრანგულ კლუბს შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია. ამასთანავე, უკვე დაგეგმილია მიქაუტაძის მიერ „ლიონის“ შტაბში სამედიცინო შემოწმების გავლაც.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მეცი“ და „ლიონი“ სატრანსფერო თანხაზე უკვე შეთანხმდნენ. „ლიონი“ ქართველი შემტევის სანაცვლოდ 18 მილიონი ევროს გადახდისთვისაა მზად. გიორგი ახალ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 

წლევანდელ სეზონში „ლიონმა“ ევროპალიგის საგზურის მოპოვება შეძლო. შესაბამისად, ქართველ ფეხბურთელს მომავალ სეზონშიც კვლავ ევროტურნირზე ვიხილავთ.

Facebook კომენტარები