მომდევნო სეზონიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას ფრანგულ ლიონში გააგრძელებს, რომელმაც გასული სეზონი საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-6 ადგილზე დაასრულა.
მონაკოს ფანები მიქაუტაძის გადაწყვეტილებამ ძალიან გაანაწყენა, ბევრი მათგანი ამას ფინანსებს უკავშირებს, ბევრიც ხვდება, რომ ლიონი მისი ბავშვობის გუნდია.
სავარაუდო სატრანსფერო ფასად ფრანგული მედია 18 მილიონ ევროს ასახელებს, ხოლო ფეხბურთელი 5-წლიან ხელშეკრულებას მიიღებს.