როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 27-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და "სტადიო დიეგო მარადონაზე" 2:1 სძლია.
ქართველმა სუპერვარსკვლავმა თავი ანგარიშის გამხსენილი გოლით გამოიჩინა და იტალიური მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო.
ცნობილმა გამოცემამ, "La Gazzetta Dello Sport"-მა კვარას ფოტო მიუძღვნა, სადაც ის ჰარი პოტერთანაა შედარებული:
"კვარაცხელიას მარჯვენა ფეხმა ნეაპოლელებს "იუვესთან" უპირატესობას მიანიჭა: ქართველის მეცხრე გოლი სერია ა-ში", - წერს გამოცემა.