როგორც მოგეხსენებათ, ზურიკო დავითასვილი კარიერას "ბორდოდან" "სენტ-ეტიენში" გააგრძელებს.
ამ ტრანსფერის შესახებ "ბორდოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, დეევიდ გიონმა ისაუბრა:
"ზურიკო შესანიშნავი ბიჭია, ყოველთვის იღიმის, ჭკვიანია და სხარტად აზროვნებს"
"ის თავდაჯერებულია და ბურთის მიღებაზე უარს არასდროს ამბობს, რაც მწვრთნელისთვის დიდი სიამოვნებაა"
"ლიგა 1 ლიგა 2-ისგან განსხვავდება და ბურთით თამაშისას უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს, რადგან უმაღლეს ლიგაში მეტოქეები შეცდომას იშვიათად გპატიობენ"
"დავითაშვილი შედეგიანობის მხრივ უნდა განვითარდეს და სტაბილური გახდეს. შეიძლება 2-3 მატჩი შესანიშნავ დონეზე ჩაატაროს, მაგრამ შემდეგი ჩააგდოს. ამ მხრივ სამუშაო აქვს"
"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშრომელია, მწვრთნელს ყოველთვის ყურადღებით უსმენს და ფეხბურთზე გიჟდება"
"ის ჯერ ახალგაზრდაა, 3-4 წელი აქვს იმისთვის, რომ სათანადოდ განვითარდეს. ჩემი აზრით, "სენტ ეტიენი" 2-3 წელიწადში მის სარფიანად გაყიდვას შეეცდება"