როგორც მოგესხენებათ, საქართველოს ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი კარიერას "ბორდოდან" "სენტ-ეტიენში" გააგრძელებს.
ტრანსფერის დახურვის შემდეგ ქართველზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივიე დალ’ოლიომ ისაუბარა:
"ზურიკო გუნდს გააძლიერეს ტექნიკური უნარებით, მაგრამ ასევე მოგვიტანს გამოცდილებას, განსაკუთრებით საერთაშორისოს, მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა"
"ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია პასების გაკეთება, მაგრამ ასევე ფინიშერიცაა. ნამდვილად კარგი ხარისხის ფეხბურთელია, რომელიც მოგვცემს საშუალებას საჭიროების შემთხვევაში ბურთიც შევინარჩუნოთ", - განაცხადა დალ'ოლიომ.