საფეხბურთო აგენტმა, ანტონიო ლოპესმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ეს ის მენეჯერია, რომელმაც გიორგი მამარდაშვილი თბილისის "ლოკომიტივიდან" ესპანურ "ვალენსიაში" მოაწყო.
მან გამოცემასთან სწორედ ეს ტრანსფერი გაიხსენა.
"მითხრეს, რომ თბილისის „ლოკომოტივს“ გამორჩეული მეკარე ჰყავდა, ამიტომ დავიწყე მისი დაკვირვება. „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ მოქმედება გადავწყვიტე. დავუკავშირდი მადრიდის „ატლეტიკოს“, „ბარსელონას“, „ჟირონას“, „ვილიარეალს“, „ბეტისს“, მაგრამ ყველამ მითხრა: „ქართველი? არ მომკლა“. მე კი თავს ვიკლავდი, რადგან დავინახე, რომ ის საუკეთესო მეკარე იყო“, – განანცხადა ანტონიო ლოპესმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მამარდა ესპანურ გუნდს 2021 წელს 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.