ევრო 2024-ზე წარმატებული ასპარეზის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი ბევრ გუნდს გაუჩნდა.
ერთ-ერთი ვინც ტოპ გუნდებიდან დაკვირვების ქვეშ იყო ზურიკო დავითაშვილია, რომლის ტრანსფერიც უკვე გაოფიციალურდა.
როგორც მედიაში იწერება, ზუკას შემდეგი კლუბი "სენტ-ეტიენი" იქნება, რომელიც გასული სეზონის შემდეგ გიორგი მიქაუტაძის "მეცის" დამარცხებით საფრანგეთოს ლიგა 1-ში აღზევდა.
ცნობილია, რომ ქართველი ვინგერი ახალ კლუბს 6 მილიონის სანაცვლოდ შეურთდება და მათთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.